#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ანსამბლი ადილეი კონცერტს გამართავს

737

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 5 აგვისტო, 20:00 საათზე  კონცერტს ანსამბლი ადილეი  გამართავს.

ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები. 

2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; Eco Garden ეკო გარდენი.