კეტი პერი პლაგიატისთვის 2,78 მილიონ დოლარს გადაიხდის

94

ლოს–ანჯელესის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს, რომლის თანახმადაც კეტი პერიმ და მისმა თანაავტორებმა 2,78 მილიონი დოლარის სახით ჯარიმა უნდა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა 2013 წელს სიმღერა Dark Horse რეპერ მარკუს გრეის “მოპარა”. მარკუს გრეის კომპოზიცია Noise 2008 წელს გამოქვეყნდა.

მომღერალთან ერთად დამნაშავედ ცნეს მისი პროდუსერები ლუკას გოტვალდი, კარლ სენდბერგი, ჰენრი უოლტერი და სარა ჰადსონი. ახლა სასამართლო საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასჯელზე იმსჯელებს.