კანადელი ქალი კუგუარის თავდასხმისგან Metallica-ს სიმღერამ იხსნა

1623

კუნძულ ვანკუვერის მცხოვრები დი გალანტი თავის ძაღლთან, მერფისთან ერთად სერინობდა, როდესაც მას გზაზე კუგუარი გადაეღობა. გალანტმა შიშისგან ყვირილი დაიწყო, თუმცა ცხოველი არ მიდიოდა. ამ დროს ქალმა გადაწყვიტა, რომ დიდი ხმაური უნდა გამოეწვია, რათა მხეცი დაეშინებინა.

“ვიფიქრე, რომ ეს ყველაზე ხმაურიანი სიმღერაა ჩემს ტელეფონში და მან სავარაუდოდ, კუგუარი უნდა შეაშინოს. პირველი ნოტების აჟღერებისას მხეცი გაიქცა. მინდა დავუკავშირდე ჯგუფ Metallica-ს და პირადად გადავუხადო მადლობა, მინდა ვუთხრა ჯეიმზ ჰეტფილდს, რომ მან სიკვდილს გადამარჩინა”, – აცხდებს დი ადგილობრივ პრესასთან საუბარში.

მაო ჩუბინიშვილი