“მეფე ლომმა” მსოფლიო კინოგაქირავებიდან $1 მილიარდი გამოიმუშავა

60

Disney-ის ცნობილი ანიმაციის რიმეიქმა “მეფე ლომმა” მსოფლიო კინოგაქირავებიდან $1 მილიარდი გამოიმუშავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით ფილმმა აღნიშნული ფინანსური მოგება პრემიერიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში მიიღო.

“მეფე ლომის” ახალი ვერსიის რეჟისორი ჯონ ფავროა.  ფილმის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუსიკალურმა გაფორმებამ. ახალი ეკრანიზაციის ოფიციალური საუნდტრეკი ჟანრში მეორე ყველაზე პოპულარული ჩანაწერია.

ფილმს ცნობილი მსახიობები და მომღერლები ახმოვანებენ, მათ შორის ბიონსე, რომელიც ნალას პერსონაჟს ახმოვანებს, ასევე დონალდ გლოვერი (სიმბა), სეთ როგანი (პუმბა),  ჯონ ოლივერი (ზაზუ), ბილი აიქნერი (ტიმონი), ალფრი ვუდარდი (სარაბი), შაჰადი რაით ჯოსეფი ( ახალგაზრდა ნალა), ჯეიდი მაქქერი( ახალგაზრდა სიმბა), ფლორენს კასუმბა (შენზი), ჩუათელ ეჯიოფორი (სქარი), კიგან-მაიკლ ქი (კამარი) და ერიქ ანდრე (აზიზი).