31 ივლისი ჯოან როულინგის და ჰარი პოტერის დაბადების დღეა

267

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს ინგლისში დაიბადა. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაში“ მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად და მდივან-თარჯიმნად. 1990 წელს, ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” მეცნიერ–თანამშრომელ ჯოანს მანჩესტერიდან ლონდონში მატარებლით მგზავრობისას, მოულოდნელად ჰარი პოტერის შესახებ რომანის დაწერის იდეა ეწვია.

ავტორმა პირველი ხელნაწერი 12 სააგენტოში გაგზავნა, თუმცა ყველამ უარი განაცხადა. პირველად რომანი 1997 წლის ზაფხულში გამოიცა და უკვე ერთი წლის შემდეგ, როულინგმა ნამუშევრისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჰარი პოტერის დაბადების დღეც ასევე 31 ივლისია.