კუზიანმა ვეშაპმა ზღვის ლომი ხახიდან გადმოაგდო

721

ზღვის ლომი, რომლის სავარაუდო მასა 400 ფუნტს იწონის, ვეშაპის ყბის დახურვამდე, რამდენიმე წამით ადრე, ვეშაპმა ხახადან გადმოაგდო და სიკვდილს გადაურჩა.  ფაქტის ამსახველი ფოტო 27 წლის „ველური ბუნების“ ფოტოგრაფმა ჩაისი დეკერმა კალიფორნიაში, მონტერეი-ბეიში გადაიღო.

ჩაისი ამბობს, რომ ამ სახის ფოტო და ამ ზომის ლომის შეჭმის პროცესი, ადრე არასდროს არ დაუფიქსირებია კამერას.

„ჩვეულებრივ, როდესაც ვეშაპი წყლის ზედაპირზე ამოცურავს, პირს აღებენ თევზის ხაფანგში დასაჭერად და შემდეგ კი, ზღვაში უკან ბრუნდებიან.  ვეშაპი, დიდი ხნის განმავლობაში ცურავდა ღია პირით წყლის ზედაპირზე, დარწმუნებული ვარ, ზღვის ლომი შემთხვევით აღმოჩნდა ვეშაპის ხახაში. როგორც ჩანს, ვეშაპს, ერთდროულად შეუძლიათ 15000 -25000 ლიტრამდე წყალი და ამავე დროს, უამრავი თევზიც გადაყლაპოს“, – ამბობს ფოტოგრაფი.

ის ფაქტი, რომ ვეშაპი ზღვის ლომს ჭამს, ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ კუზიანი ვეშაპები, ასეთი დიდი ცხოველების შეჭმას ერიდებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, მხოლოდ პატარა თევზებს ჭამენ.