მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ 1 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება

2663

პირველ სექტემბერს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.

„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა, მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ პირველად გაიმართა და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა, რადგან ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რეიტინგული პროექტი 2019 წელს ისევ უბრუნდება „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულ სცენას.

გთავაზობთ მიუზიკლში მონაწილეთა სიას:

თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ილია საბაძე თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია

ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი

მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე

დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე.