გამომძიებელის აზრით, კიტ ფლინტს თავი არ მოუკლავს

158

სასამართლო გამომძიებელის ვერდიქტის თანახმად, ჯგუფ Prodigy-ს სოლისტის, კიტ ფლინტის საქმე ჩიხში შევიდა.

„ფლინტის სისხლში ნაპოვნია გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ძლიერი საძილე პრეპარატები. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა 2019 წლის 4 მარტს. იმის დასადგენად, რომ ეს ნამდვილად თვითმკვლელობა იყო, მე მომიწევდა დამტკიცება, რომ მას ნამდვილად მოუვიდა ეს აზრი თავში და ამისთვის მიზეზი ჰქონდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით ამ ვერსიისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, – აცხადებს გამომძიებელი.

მოსამართლის განმარტებით კი საქმეში არაა საკმარისი მონაცემები, რათა კიტ ფლინტის სიკვდილი უბედურ შემთხვევად დასახელდეს.