ბი ბი კინგის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება

63

ბი ბი კინგის პირადი ნივთები და მუსიკალური ინსტრუმენტები ბევერლი–ჰილზში 2019 წლის 21 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდება. როგორც სააუქციონო სახლ Julien’s Auctions –ის განცხადებაშია ნათქვამი, “გასაყიდად იქნება წარმოდგენილი მისი ინსტრეუმენტების, სასცენო ქურთუკების, სამკაულების, ჯილდოებისა და პირადი ნივთების შესანიშნავი კოლექცია”.

აუქციონის ყველაზე საინტერესო ლოტი გიტარა Gibson ES-345 იქნება, რომელიც კინგს 80 წლის იუბილეზე აჩუქეს. მისი საბოლოო ფასი 80-100 ათასი დოლარი იქნება. მუსიკოსმა ინსტრუმენტს “ლუსილი” დაარქვა. ასევე აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ოქროს ბეჭედი, საგასტროლო ავტობუსი, ჰოლივუდის დიდების ხეივნის მემორიალური დაფა, ფილმ “ძმები ბლუზების” სცენარის პირადი ასლი და ხელოვნების ეროვნული მედალი, რომელიც ბი ბი კინგს 1990 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსმა გადასცა.

აუქციონი 16-20 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობა ონლაინ სისტემითაც შეიძლება.