მადონას ალბომის დემო–ვერსიის ჩანაწერი აუქციონის წესით გაიყიდება

732

მადონას ალბომის “Like A Prayer” დემო–ვერსიის ჩანაწერი აუქციონის წესით გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველის ვინაობა არ სახელდება, სავარაუდოდ ეს მომღერლის ყოფილის ასისტენტი დარლინ ლუტცია. აუქციონი ივლისის ბოლოს გაიმართება.

გაყიდვის ფაქტმა აღაშფოთა ალბომის პროდუსერი და თანაავტორი პატრიკ ლეონარდი. პროტესტის ნიშნად მან YouTube–ზე ამ ალბომის სამი სიმღერა გამოაქვეყნა.

“ძალიან ცუდია, რომ ის ვისაც არანაირი წვლილი არ მიუძღვნის ამ ყველაფრის შექმნაში, ცდილობს მოგება ნახოს. ამიტომ უსმინეთ სრულიად უფასოდ. იმედია ეს შეაჩერებს აუქციონის ორგანიზატორებს”, – წერს ლეონარდი.