დემნა გვასალია Vogue-ის 12 რჩეულ ჩვენებაში 2-ჯერ მოხვდა

389

დემნა გვასალია ერთადერთი დიზაინერია, რომელიც 2-ჯერ მოხვდა Vogue-ის 12 რჩეულ ჩვენებაში. დემნა Vetements-ის დამფუძნებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.

სიაში ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიას ორი დეფილე მოხვდა. ვეტმოს 2015 წლის შემოდგომის ჩვენება და Balenciaga-ს 2016 წლის ასევე შემოდგომის ჩვენება, რომელშიც ქართველი დიზაინერის, როგორც ესპანური მოდის სახლის კრეატიული დირექტორის დებიუტი შედგა.