სკანდალი – რა მოხდა გორში გამართულ მოდის კვირეულზე

677

გორში Fashion week-ის დასკვნით ღონისძიებაზე ერთმანეთს ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი და დიზაინერი, გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ   qartli.ge ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, დიზაინერმა ის თმით ითრია. რის გამოც პოლიცია გამოიძახა. გიორგი მასხულია ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ამავე დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების  მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გორში რეგიონ–Fashion week სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.