სამხატვრო პრემიები მსოფლიოს გარშემო

351

ხელოვნების სფეროში ყოველწლიურად მრავალი დაჯილდოვება, შეჯიბრი და სხვადასხვა სახის აქტივობა ხდება. allart.ge 2019 წლის სამხატვრო პრემიებისა და შეჯიბრების კალენდარს გთავაზობთ.

იაპონიის საერთაშორისო შეჯიბრი მანგა–ს მე–13 დაჯილდოება
13 ივნისი 2019 წელი

შეჯიბრი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. მონაწილეობის მისაღებად 16 გვერდიანი ანკეტა უნდა შეავსოთ. ოქროს და ვერცხლის ჯილდოს მფლობელები დაჯილდოების ცერემონიაზე უფასოდ იქნებიან მიწვეულები.

ხიდა ტაკაიამას ხეზე ბეჭდვის ტრიენალე
31 ოქტომბერი 2019 წელი

შეჯიბრის ორგანიზატორი იაპონიის ქალაქ ტაკაიამას მერიაა. მონაწილეობის მთავარი პირობა: ხელოვნების ნიმუში აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხეზე ბეჭდვის ელემენტებს.

ჯილდოები:

პირველი ადგილი: 500 000 იენი

მეორე ადგილი: 300 000 იენი

მესამე ადგილი: 200 000 იენი

ფანქრის კონკურსი
17 თებერვალი 2020 წელი

ქალაქ დერვენტში ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობებია: 6 ნახატი, რომლებიც შესრულებული იქნება ფანქრით.

პირველი ადგილი: 6 000 ფუნტი

მეორე ადგილი: 3 000 ფუნტი

მესამე ადგილი: 1500 ფუნტი30 სექტემბერი 2019 წელი

ფრანცისკო მატეკონის სახელობის პოსტერების დიზაინის საერთაშორისო ბიენალე.
30 სექტემბერი 2019 წელი

კონკურსი ღიაა ყველასთვის ვინც 18 წლის უკვე გახდა. შესაძლებელია მხოლოდ 2 პოსტერის განთავსება.
გამარჯვებული 10000€–ს მიიღებს.

კომიქსების შეჯიბრი „ახალი ნიჭი 2019 “
1 ივლისი 2019 წელი

ამ შეჯიბრის თემა არის „ჩრდილი“. შეგიძლიათ წარადგინოთ კომიქსი ტექსტით ან ტექსტის გარეშე.

პირველი ადგილი: 2000 შვეიცარული ფრანკი

მეორე ადგილი: 1500 შვეიცარული ფრანკი

მესამე ადგილი: 1000 შვეიცარული ფრანკი.1 ივლისი 2019 წელი

საუკეთესო ილუსტრაცია 2019
1 ივლისი 2019 წელი

შეჯიბრს იაპონიის ილუსტრატორთა ასოციაცია აწყობს. ილუსტრაციები JPEG ფორმატში უნდა იყოს წარდგენილი. თითო ილუსტრაციის წარდგენა კონკურსანტებს 3700 იენი დაუჯდებათ.

გრან პრი: 300 000 იენი.

28 ნოემბერი 2019 წელი

ანდრიუს მსოფლიო შეჯიბრი
28 ნოემბერი 2019 წელი

შეჯიბრი ღიაა ყველა ასაკის სტუდენტებისა თუ პროფესიონალებისთვის. მონაწილეებმა ავეჯი უნდა შექმნან.

პირველი ადგილი: 4000 ევრო

მეორე ადგილი: 2000 ევრო.

ოქროს კუ
31 მაისი 2019 წელი

სულ სამი შეჯიბრია:

ფოტო

ეკო პოსტერი

ხელოვნება.
ყოველი კატეგორიის გამარჯვებული 1000 დოლარს მიიღებს.