ყველაზე უცნაური ფესტივალები

451

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური ტრადიცია არსებობს, რომლებიც ყველაზე კარგად ფესტივალების სახით მჟღავნდება. გთავაზობთ ყველაზე უცნაური ფესტივალების სიას, რომლებიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენს კალენდარს მოარგოთ.

ტალახის ფესტივალი – სამხრეთ კორეა

ივლისი

სამხრეთ კორეის ქალაქი ბორიეონგი ყოველწლიურად ტალახის ფესტივალს ატარებს. ფესტივალი ერთი დიდი წვეულებაა, მუსიკით, გასაბერი ნავებით და ყველაფრით რაც ტალახში თავის გადასარჩენად დაგჭირდებათ. მათ შორის, ტალახის ფოიერვერკების ნახვის საშუალებაც გექნებათ,

ბავშვებზე ხტუნვის ფიესტა – ესპანეთი

ივნისი

ამ დღესასწაულის დროს ბავშვებს მიწაზე აწვენენ და ცდილობენ გადაახტნენ. ფესტივალი კასტილიო დე მურიკაში ტარდება.

იორკშირული პუდინგების რეგატა, ბროუბი, დიდი ბრიტანეთი

ივნისი

ამ ფესტივალის ფარგლებში თქვენს მიერ მომზადებულმა პუდინგმა ტბის გადაცურვა უნდა მოახერხოს.

პურკალიადი (ღორების ფესტივალი) – საფრანგეთი

აგვისტო

ამ ფესტივალზე შეგიძლიათ სოსისი მიირთვათ, გოჭების რბოლით დატკბეთ და ღორის ხმის იმიტაციაში შეეჯიბროთ ერთმანეთს.

ლა ტომატინა – ესპანეთი

აგვისტო

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი, ლა ტომატინა ყველაზე ბინძური ფესტივალების სიაშიც შედის. ის უფასო არაა, მაგრამ გადასახადში ერთმანეთისთვის პომიდვრის სროლა შედის.

კრამპუსნახტი – გერმანია

დეკემბერი

6 დეკემბერს ყოველწლიურად ანტი–სანტა, კრამპუსი ცუდ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს.

წყალქვეშა მუსიკალური ფესტივალი – ფლორიდა, აშშ

ივლისი

მყვინთავები და მუსიკოსები ყოველ წელს ფლორიდაში იკრიბებიან. მონაწილეები სპეციალურ, წყალქვეშა ინსტრუმენტებს იყენებენ.

ჯილროის ნივრის ფესტიცალი – კალიფორნია, აშშ

ივლისი

ჯილროის ფესტივალი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი და ყველაზე არომარტული ფესტივალია მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ ნივრის ნაყინი დააგემოვნოთ.

მკვდრების დღის ფესტივალი – მექსიკა

ნოემბერი

ტრადიციულად ამ დღესასწაულს მთელ მექსიკაში აღნიშნავენ და ის ძალიან ჰგავს ჰელოვინს. ოჯახები სასაფლაოებზე იკრიბებიან, რათა გარდაცვლილი ნათესავები გაიხსენონ და ერთად ისადილონ.

დივალი – ინდოეთი

ამ ფესტივალის სახელწოდება „ცეცხლოვანი მტევანია“. მას 5 დღის მანძილზე აღნიშნავენ და ის სიბნელეზე ნათელის გამარჯვების სიმბოლოა.

ბოლოკის ღამე – ოაჰაკა, მექსიკა

ეს ფესტივალი უნიკალურია. შობის წინა დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე ბოლოკისგან გამოთლილი სკულპტურები დგას.