ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო ფილმის გადაღებებზე წყალტუბოში იმყოფება

448

ოფიციალური ვიზიტით, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოში იმყოფება. „ბარსელონას“ ყოფილი სუპერვარსკვლავი adjarabet.com-ის ამბასადორია და მონაწილეობას მიიღებს ფილმში „არენა“.

„არენას“გადაღების პროცესი ქალაქ წყალტუბოში მიმდინარეობს, სადაც რივალდოც იმყოფება

ბრაზილიელი ლეგენდა ბარსელონაში 1997-2002 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 235 თამაში ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. რივალდომ 4 ტიტულის მოგება მოახერხა, 1999 წელს კი ის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.