„შურისმაძიებლებმა“ კინოგაქირავებიდან რეკორდული თანხა მიიღო

388

20 ივნისის მონაცემებით „შურისმაძიებლებმა“ კინოგაქირავებიდან $2,7892 მილიარდი მიიღო. მანამდე კი შემოსავლებით ჯაიმზ კამერონის ბლოკბასტერი  „ავატარი“ ლიდერობდა. ინფორმაციას Variety The Walt Disney Company-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შურისმაძიებლები – ფინალი“ მსოფლიო კინოგაქირავებაში 2019 წლის 24 აპრილს გამოვიდა და პირველ უქმეებზე საკასო შემოსავალმა $1,2 მილიონი შეადგინა.

გამოცემის პროგნოზით ფილმი კიდევ $500 ათასს მოაგროვებს. ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის საკასო შემოსავლებმა $853 მილიონი, ჩინეთში – $614 მილიონი, სამხრეთ კორეაში – $105 მილიონი, ბრაზილიაში – $ 85 მილიონი, ხოლო მექსიკაში – $77 მილიონი შეადგინა. სხვა ქვეყნებში კი ჯამში $1,9 მილიარდი შეგროვდა.