თურქი მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტში „GERA“-ს წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას

422

,,ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინიციატივით 10 მაისს თბილისში ჩამოდის ცნობილი თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი. 

ჩაღათაი ულუსოი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლება. ის ევროპაშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც თურქეთში. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში UNICEF-ის ხაზით.

10 მაისს მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო, რომელშიც მონაწილეობენ:  ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი და ქრისტინე იმედაძე.

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “ბერი ანდრიას ფონდის” ანგარიშზე და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციას“, – ნათქვამია „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქი მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო საღამოზე „GERA“-ს წევრებიც მონაწილეობენ.