ბრეგენცის ფესტივალი “რიგოლეტომ” გახსნა

194

წელს ბრეგენცის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის ოპერით “რიგოლეტო” გაიხსნა. ავსტრიის ქალაქ ბრეგენცში ყოველწლიური ფესტივალი 1946 წლიდან ტარდება.

“ფესტივალის ეს გახნა ჩვენთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ყველაფრის პატარა ნაწილი წარმოვადგინოთ”, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა ელიზაბეტ სობოტკამ.

ღია ცის ქვეშ განლაგებული ამფითეატრი 7000 ადგილზეა გათვლილი. ღონისძიების პროგრამაში ჟიულ მასნეს “დონ კიხოტიცაა”.

ბრეგენცის ფესტივალი 27 აგვისტომდე იმართება.