ტომ კრუზმა “საუკეთესო მსროლელი 2″–ის ტრეილერი წარადგინა

587

მსახიობმა ტომ კრუზმა საერთაშორისო ფესტივალ Comic-Con International–ზე ფილმ “საუკეთესო მსროლელის” მეორე სერიის ტრეილერი წარადგინა.

ფილმის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა.

“ყველაფერი, რასაც ამ ფილმსი იხილავთ, რეალურია. ჩვენ აშშ–ის საჰაერო ძალებთან ვთანამშრომლობთ”, – აცხადებს მსახიობი.

“საუკეთესო მსროლელი 2″–ის პრემიერა 2020 წლის 26 ივნისს გაიმართება.