ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილმა ხანძარმა 20 ადამიანი იმსხვერპლა

255

იაპონიის ქალაქ კიოტოში, ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილ ხანძარს ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 40–მდე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, ხანძარი განზრახ გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია. პოოლიციამ ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ ადვილად აალებადი სითხე შენობაში დაღვარა. თავად ეჭვმიტანილიც დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.