ლონდონში რეივის გამოფენა გაიხსნა

96

ფსიქოდელიყური როკიდან ჰაუსამდე – ლონდონში რეივის კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ეს მოძრაობა 1980–1990იან წლებში გახდა პოპულარული.

გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედია ინსტალაციები, ფოტოსურათები, აუდიოვიზუალური პროექტები და სხვა.

“რეივი ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული მოძრაობა იყო. და მას არავინ აქცევდა სათანადო ყურადღებას”, – განახადა გალერეა Saatchi –ს დირექტორმა ფილიპა ადამსმა.