კევინ სპეისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა

211

სისხლის სამართლის საქმე კევინ სპეისის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი სექსუალურ ძალადობაში დასდეს – დაიხურა. 2019 წლის 17 ივნისის დოკუმენტაციის თანახმად, საქმე “მოწმის ჩვენებების არ არსებობის” გამო აღარ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების თანახმად ახალგაზრდა მამაკაცის მტკიცებით, 2016 წელს ქალაქ ნანტაკეტში მდებარე რესტორან Club Car–ში სპეისიმ მას სასმელი უყიდა, რის შემდეგაც თავისთან სახლში დაპატიჟა და სექსი შესთავაზა. იმ დროს მამაკაცი 18 წლის იყო. ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ტელეფონით გადაღებული აქვს.

შემდგომში მოსარჩლემ უარს განაცხადა თავისი ტელეფონის წარდგენაზე.

მიუხედავად საქმის დახურვისა, სკოტლანდ იარდი კვლავ იძიებს სექსუალური ძალადობის საქმეს, რომელშიც 6 სხვადასხვა მამაკაცი სდებს სპეისის ბრალს.