დაივერებმა ფლორიდაში წყალქვეშა კონცერტი გამართეს

227

ქალთევზებისა და ზღვის ბინადრების კოსტუმებში ჩაცმული დაივერებმა ფლორიდაში წყალქვეშა კონცერტი გამართეს. “წყალქვეშა მუსიკალური ფესტივალის” ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი ხელს შეუწყობს მარჯნის რიფების დაცვის პოპულარიზაციას.

“ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ რიფი, შევამციროთ ადამიანის მასზე ზემოქმედება და დავაფიქროთ ხალხი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რიფი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ბილი ბეკერმა.