ლონდონის მერმა ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა

359

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ახალი ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ხელი არ მოაწერა. უარის მიზეზი ის შენიშვნებია, რომელიც ქალაქის მერმა სამშენებლო პროექტის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გარდა ამისა, ლონდონის მერი ფიქრობს, რომ ცათამბჯენის დიზაინი ქალაქის იმ ნაწილს, სადაც უნდა აშენდეს, არ შეესაბამება. მისი მოსაზრებით, შენობა ლონდონის იერსახეს დააზიანებს.

პროექტს, რომელსაც The Tulip (“ტიულპანი”) ჰქვია, სიტიში უნდა აშენებულიყო. ცათამბჯენი სიმაღლის მიხედვით დასავლეთ ევროპაში მეორე ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნებოდა. მისი სიმაღლე 305,3 მეტრს შეადგენს და შენობის თავზე გადასახედი სივრცე და რესტორანი უნდა გაკეთებულიყო.