ლი ჩაილდის რომანზე “ჯეკ რიჩერი” ამაზონმა უფლებები იყიდა

166

ცნობილი გახდა, რომ ლი ჩაილდის რომანზე “ჯეკ რიჩერი” ამაზონმა უფლებები შეიძინა. კინოსტუდია სერიალის გადაღებას გეგმავს.

ჯეკ რიჩერზე უკვე შეიქმნა ორი ექშენ ფილმი: ჯეკ რიჩერი და ჯეკ რიჩერი: არასოდეს დაბრუნდე, სადაც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებდა. ფილმების შემოსავალი საერთო ჯამში 400 მილიონი იყო. შოურანერი ნიკ სანტორა იქნება.

სერიალში კრუზს აღარ ვიხილავთ. ჩაილდსის თქმით, ისინი ახალ მსახიობს ეძებენ როლისთვის.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.