დემიენ შაზელი ახალ ფილმს ემა სთოუნთან ერთად გადაიღებს

234

დემიენ შაზელი ახალ ფილმზე, “ბაბილონზე” მუშაობს. როგორც ცნობილი გახდა, მოქმედება 1920–იანი წლების ლოს–ანჯელესში ხდება. 180 გვერდიან სცენარში კი არიან როგორც გამოგონილი პერსონაჟები, ისე რეალურებიც. ფილმის ბიუჯეტი 60–100 მილიონი დოლარია.

შაზელი ფილმზე მუშაობას პროდუსერ მარკ პლატთან და მის მეუღლესთან, ოლივია ჰამილტონთან ერთად გეგმავს. ასევე ცნობილია, რომ დემიენ შაზელი მოლაპარაკებას ემა სთოუნთან აწარმოებს.