რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართება

273

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის გახსნის დღეს რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი „მკვდარი ქალაქები“ წარადგინეს.

საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს 17 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრი.ასევე თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან.

იუბილეს ფარგლებში ფესტივალს საქართველოს 13 ქალაქი მასპინძლობს. ის თბილისში, სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა, ქალაქი ფოთი კი ბოლო კვირას უმასპინძლებს.

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ იმართება და 29 ივლისს დაიხურება.