ცნობილ ტილოებში დამალული საიდუმლოებანი

5340

ხელოვნება მხოლოდ შთაგონება არაა, ის საიდუმლოებებსაც მოიცავს. მხატვრები განზრახ თუ უნებლიედ შეტყობინებებს ტოვებენ.

სხვა ყური

ვინსენტ ვან გოგმა ეს ავტოპორტრეტი მას შემდეგ დახატა, რაც ყური თავად დაიზიანა. რეალურად მან მარცხენა ყური მოიჭრა, ხოლო ნახატზე მარჯვენა ყურია გადახვეული. ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ მხატვარი სარკის ანარეკლს ხატავდა.

ნახატი ნახატში

თუ პაბლო პიკასოს “მოხუც გიტარისტს” დააკვირდებით, მამაკაცის თავთან ქალის სილუეტს შენიშნავთ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მკვლევარებმა რენტგენის სხივების მეშვეობით დაამტკიცეს, რომ საღებავის ქვეშ სხვა ნახატია. როგორც ჩანს მხატვარს ახალი ტილოს საყიდლად ფული არ ჰქონდა და ძველ ტილოებს იყენებდა.

ღამის გუშაგები დღისით პოზირებენ

როდესაც რესტავრაციის დროს რემბრანდტის “ღამის გუშაგები” გაწმინდეს, აღმოჩნდა, რომ ტილოზე ასახული მოქმედება დღისით ხდება.

სიქსტეს კაპელა და ანატომიური კოდი

მიქელანჯელოს ნახატი სახელად „ადამის შექმნა“, არამხოლოდ სიქსტეს კაპელის ყველაზე ცნობილი ნაწილია, ადამიანის ტვინის გამოსახულებაცაა.

სამყარო ყვითელ ფერებში

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებში ყვითელი ფერი აშკარად ჭარბობს. პროფესორი პოლ ვოლფი განმარტავს, რომ ეს ეპილეფსიის გვერდითი მოვლენაა და ამ დროს პაციენტებს ფერების აღქმის უნარუ ერღვევათ. შესაძლოა მხატვარი მართლაც ამ ფერებში ხედავდა სამყაროს.

სალვადორ დალი და მისი და

გალას გაცნობამდე სალვადორ დალის მუზა მისი და, ანა მარია იყო. ზუსტად ის პოზირებდა ბევრი ტილოსთვის. თუმცა, შემდგომში და–ძმას ურთიერთობა დაეძაბათ. როდესაც დალიმ დაწერა: “ხანდახან დედსჩემის პორტრეტს ვაფურთხებ, რათა დავკმაყოფილდე”, დამ მასთნა ურთიერთობა გაწყვიტა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ანა მარიამ სალვადორ დალის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა, რომელშიც ძმის შესახებ საკმაოდ ბევრი ცუდი რამ დაწერა. ამბობენ, რომ “უბიწო ქალწულის სოდომური თვითდაკმაყოფილება” დისთვის გადახდილი სამაგიეროა და ტილოზე ზუსტად ანა მარიაა აღბეჭდილი.

“გოგონას მარგალიტის საყურით” საყურე არ უკეთია

იან ვერმეერის ლეგენდარული “გოგონა მარგალიტის საყურით” საინტერესო ტილოა, თუნდაც იმიტომ რომ ხელოვნებათმცოდნეებმა საყურის სამაგრი ვერსად იპოვეს. აღმოჩნდა, რომ დიდი მარგალიტი ფაქტიურად “ჰაერში კიდია” და მას საყურეს ვერ დავარქმევთ.

უკბილო მონა ლიზა

ლეგენდის თანახმად ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას ლეგენდარული ღიმილის ხატვას ბევრი წელი მოანდომა. არავინ იცის რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ვარაყუდობს, რომ საიდუმლო ღიმილის უკან კბილების ნაკლებობა იმალება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდგვაროვან ქალბატონს კბილები არ ჰქონდა, ხოლო მხატვარმა ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად დამალა.