ატლანტის ოკეანის სანაპიროზე როკ–ფესტივალი Nos Alive დაიწყო

27

100 კონცერტი და 7 სხვადასხვა სცენა ატლანტის ოკეანის პირას – ლისაბონის გარეუბანში, მარიტიმო დე ალჟესის სანაპიროზე როკ–ფესტივალი Nos Alive დაიწყო. პირველი დღე პორტუგალიური ალტერ–ჯგუფმა Ornatos Violeta–მ გახსნა.

“ჩვენ ბრაზილიაში უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ სოციალურ და რასობრივ არათანასწორუფლებიანობაზე. ამიტომ ვთვლი, რომ ამ თემებზე სხვაგანაც ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ”, – აცხადებს ბრაზილიელი მომღერალი ემისიდა.

შოტლანდიური როკ–ჯგუფი Mogwai კი სხვა თემებთან ერთად ბრექსიზეც მღერის.

“ბრექსისი კატასტროფა და სირცხვილია, არ ვიცი ადამიანების მცირერიცხვოვანმა ჯგუფმა როგორ მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველაფერი ახალგაზრდობისთვის რთულდება. ეს სრულუა კატასტროფაა!” – აცხადებს ჯგუფის წევრი ბერი ბერნსი.