პროფესიონალური ფოტოს საიდუმლოებანი

43

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი ალბერტ დროსი, რომლის ნამუშევრებიც Time–ში, National Geographic–სა და The Huffington Post–ში ქვეყნდება ამბობს, რომ ფოტოხელოვნებაში მთავარია მოთმინების უნარი.

მაგალითად, ტიტების ამ ფოტოს 3 წელი დასჭირდა. ზუსტად ამდენ ხანს ელოდა ფოტოგრადი მზის ამოსვლისა და ნისლის იდეალურ შეხამებას.

ამსტერდამის არხის არკაში მზის ჩასვლა წელიწადში მხოლოდ 7 დღის მანძილზე ჩანს. ორი წლისა და ხუთი მცდელობის შემდეგ დროსმა მიიღო ის, რაც ასე სურდა.

“ძალიან ბევრი ღამე დამჭირდა, რათა ასეთი ფოტო გადამეღო. ხანდახან ცოტა იღბალიც საჭიროა. ნიდელანდებში ღამის ფოტოგრაფია საკმაოდ რთული საქმეა, რადგანაც მუდამ მოღღუბლული ამინდია. 10 ცდის შემდეგ ეს ფოტო–სურათიც გადავიღე”, – აცხადებს ალბერტ დროსი.