ტუპაკის მიერ მადონასთვის დაწერილი წერილი აუქციონზე გაიყიდება

40

წერილი, რომელიც ტუპაკ შაკურმა მადონას მისწერა აუქციონის წესით გაიყიდება. წინასწარი შეფასებით ლოტი 200-300 ათასი დოლარი ეღირება. წერილში რეპერი საუბრობს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც მადონას დაშორდა. ის 1995 წლის იანვარში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია დაწერილი.

აღნიშნული აუქციონის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ მადონას კიდევ 25 ნივთი შეიძინონ. მატ შორის თეთრეული, სავარცხელი, წიგნაკი, კორსეტი, ბეჭედი, ფოტო–სურათები და ასევე წერილი, რომელშიც მადონა რეკომენდაციას უწევს შერონ სთოუნსა და უიტნი ჰიუსტონს.