პალმირის უძველესი ბარელიეფების აღდგენა დაიწყო

187

დამასკოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმა პალმირის უძველესი ბარელიეფების აღდგენა დაიწყეს. “ისლამური სახელწიფოს” ტერორისტული დაჯგუფების მიერ დაზიანებული ბარიელეფების აღდგენა ძველი ფოტო–სურათების მიხედვით მიმდინარეობს

“როგორც ხედავთ ყველაფერი ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მიერაა დაზიანებული. პალმირას დაპყრობამდე ჩვენ ჩავედით იქ და სკულპტურების ნაწილი ჩამოვიტანეთ, თუმცა მეორე ნაწილი იქ დარჩა. დაჯგუფების წევრებმა დარჩენილი სკულპტურების განადგურება დაიწყეს. ახლა სპეციალისტების ჯგუფი დამასკოში ჩამოვიდა, რათა სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდეს”, – განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ომან საადმა.