R. Kelly 13 ბრალდებით დააპატიმრეს

435

R&B-ს 52 წლის ვარსკვლავი R. Kelly დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ სულ 13 ბრალდებაა, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით ვარსკვლავს, ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე, ილინოისის შტატში 22 თებერვალს წაუყენეს და ის პოლიციამ ჩიკაგოში დააკავა.