მოცარტის “რექვიემი” თეატრალური სპექტაკლის ფორმატში

529

რომეო კასტოლუჩის თეატრალური სპექტაკლის ფორმატში დადგმული მოცარტის “რექვიემი” სიცოცხლის დღესასწაულზე გვიამბობს და წელს ის ექს–ან–პროვანსეს საოპერო ფესტივალის მთავარი მოვლენა გახდა.

“რექვიემი – ესაა ნაწარმოები, რომელიც ძალიან ბევრჯერ შესრულებულა მთელ მსოფლიოში, ეს სარიტუალო მუსიკაა. კასტელუჩიმ “რექვიემში” პირველ რიგში სიცოცხლის დღესასწაული დაინახა, ხოლო შემდეგ კი – სიკვდილი”, – განაცხადა დირიჟორმა რაფელ პიშონმა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ადამიანის სიცოცხლე სიბერიდან დაბადებამდე. პირველად თქვენ ხედავთ მომაკვდავ ქალს, შემდეგ ჩვენ გაჩვენებთ მის ბიოგრაფიას, ნახავთ როგორი იყო ის 20 წლის ასაკში, ხოლო ბოლოს ჩვილ ბავშვს იხილავთ”, – აცხადებს ავსტრალიელი სოპრანო შივან სტეგი.