Metallica საბავშვო წიგნს გამოსცემს

691

Metallica საბავშვო ილუსტრირებულ წიგნს “The ABCs of Metallica” გამოსცემს. მისი თანაავტორი ჰოუი აბრამსი იქნება, ხოლო მხატვარი მაიკლ მაკლირი. წიგნი 2019 წლის 26 ნოემბრიდან გაიყიდება, როგორც ბეჭდური ისე ციფრული ფორმატით.

მოგებიდან შემოსული თანხის ნაწილი, ჯგუფის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაცია All Within My Hands–ში გადაირიცხება.