უმცირესობათა უფლებადამცველები ჯორჯ ვაშინგტონის ფრესკის წაშლას ითხოვენ

63

სან–ფრანცისკოში ჯორჯ ვაშინგტონის მონების გამოსახულების მქონე ფრესკა შესაძლოა წაშალონ.

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უმაღლესი სკოლის კედლებზე გამოსული ფრესკების სერია დიეგო რივერას მოსწავლის, ვიქტორ არნაუტოვის შექმნილია. აშშ–ის პირველი პრეზიდენტი შავკანიანი მონებისა და მოკლული ინდიელების გარემოცვაშია გამოსახული. უმცირესობათა უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ მხატვრის ნამუშევრები კოლონიზატორთან თვალსაზრისს გადმოსცემენ. ივნისის ბოლოს ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა ფრესკები წაეშალა.

ფრესკების დასაცავად პეტიციას ხელი 400–ზე მეტმა მხატვარმა, მწერალმა და პედაგოგმა მოაწერა.

“ფრესკების განადგურებით, თქვენ არამხოლოდ სკოლის ისტორიას ანადგურებთ – არამედ ანადგურებთ თავად სიმართლეს. სიმართლე კი იმაშია, რომ ჯორჯ ვაშინგტონს არ ებრალებოდნენ აბორიგენები და ის მონათმფლობელი იყო”, – აცხდებას ტომ ტამაკას უხუცესი.