ვუდი ალენი: ალბათ პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოვკვდები

88

როგორც ვუდი ალენმა სან–სებასტიანში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, ის კინოდან წასვლას არ გეგმავს.

“არასოდეს მიფიქრია პენსიაზე გასვლაზე. ეს ჩემთვის არაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ცოლთან, შვილებთან, მიმდინარე მოვლენებთან, პოლიტიკასთან ან ავადმყოფობასთან დაკავშირებით. მე კონცენტრირებული ვარ ჩემს სამუშაოზე და მას კვირაში შვიდ დღეს ვუთმობ. ძირითადად საქმე ადამიანურ ურთიერთობებთან, ადამიანებთან და კომედიასთან მაქვს. ამიტომ პენსიაზე გასვლას არ ვფიქრობ. სავარაუდოდ, ფილმის გადაღების პროცესში, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოვკვდები”, – განაცხადა რეჟისორმა.