კევინ სპეისის საქმიდან მთავარი მტკიცებულება გაქრა

52

კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების საქმე შესაძლოა მთავარი მტკიცებულების გაქრობის გამო დაიხუროს.

როგორც საქმის მასალებში წერია, მამაკაცი მსახიობს უჩივის, რადგანაც 2016 წელს ქალაქ ნანტაკეტში მდებარე რესტორან Club Car–ში სპეისიმ მას სასმელი უყიდა, რის შემდეგაც თავისთან სახლში დაპატიჟა და სექსი შესთავაზა. იმ დროს მამაკაცი 18 წლის იყო. ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ტელეფონით გადაღებული აქვს.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მოსარჩლე უარს აცხადებს თავისი ტელეფონის წარდგენაზე. ამ მომენტში გაურკვეველია სადაა ტელეფონი. მსახიობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი კლიენტის უდანაშაულობის ამსახველი მასალა წაშლილია. მტკიცებულების გაქრობის გამო, საქმე, რომლის მიხედვითაც კევინ სპეისის ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, შეიძლება დაიხუროს.