იტალიური თეატრისა და კინოს ბოლო დივა გარდაიცვალა

135

იტალიელი მსახიობი ვალენტინა კორტეზე მილანში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტალიაში რამდენიმე ფილმის შემდეგ კორტეზემ მუშაობა აშშ–ში დაიწყო, სადაც მომავალი მეუღლე – რიჩარდ ბაისჰარტი გაიცნო.

ვალენტინა კორტეზე მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან ერთად როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო ანტონინი, ვიტორიო გასმანი, ფედერიკო ფელინი, ფრანკო ძეფირელი, ფრანსუა ტრუფო და სხვები.