The Beatles-ისა და ბრაიან ეპსტაინის კონტრაქტი აუქციონზე გაიყიდა

40

The Beatles-ისა და ბრაიან ეპსტაინის ორიგინალი კონტრაქტი, რომელიც 1962 წლის 24 იანვრითაა დათარიღებული, Sotheby’s აუქციონზე 275 ათას ფუნტად გაიყიდა. მას ხელს პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი და პიტ ბესტი აწერენ. ეპსტეინის ხელმოწერა კოტრაქტზე არაა.

“ასე იმიტომ მოხდა, რომ მიუხედავად კონტრაქტის სრულყოფილად შესრულებისა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჯგუფს დავეხმარებოდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მინდოდა ჯგუფი გამეთავისუფლებინა ვალდებულებებისგან”, – განაცხადა პროდუსერმა.