ქართველი სოპრანო ლა სკალას სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება

283

ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში ჯანი სკიკკიში იმღერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

25 წლის ცისანა გიორგაძე ლა სკალას სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. რამდენიმე დღეში ის მსმენელის წინაშე ცნობილ ბარიტონ, ამბროჯიო მაესტროსთან ერთად წარსდგება.

„უკვე დავასრულეთ რეპეტიციები. სპექტაკლი 15 ივლისს გვაქვს. ეს ჩემი დებიუტია ლა სკალაში. ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადგმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას. მოსწონს ჩვენი შესრულება, თუმცა, შენიშვნებიც მოგვცა. ემოციური და ამაღელვებელი განწყობა მაქვს”, – ამბობს ცისანა გიორგაძე.

ცისანა გიორგაძე ლა სკალას აკადემიის კურსდამთავრებულია. ალენის სპეკტაკლის გარდა, სექტემბერში ქალაქ ვიჩენცას თეატრში, სიყვარულის ნექტარში ადინას როლში მისი დებიუტი შედგება.