ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ შესახებ საუბრობს

313

რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა თავისი ახალი ფილმის, “ჯოკერის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ფილმი ალბათ ბევრ მაყურებელს გააღიზიანებს, რადგან მათ საერთოდ არ გამოუყენებიათ კომიქსები.

„ჩვენ საერთოდ არ გამოგვიყენებია კომიქსები, რაც ალბათ ბევრ მაყურებელს გააბრაზებს. ჩვენ ავიღეთ უბრალოდ გმირი ჯოკერი და ყველაფერი თავიდან შევქმენით, გვაინტერესებდა, თუ როგორ გახდა ჩვეულებრივი ადამიანი ჯოკერი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს იყო. ჩვენ ჯოკერი კი არ გავაკეთეთ, არამედ ის თუ როგორ შეიქმნა ჯოკერი. ფილმი სწორედ ამაზეა“

“ჯოკერი” კინოთეატრებში 4 ოქტომბერს გამოვა.