„უცნაურმა ამბებმა“ ნახვების რეკორდი მოხსნა

86

„უცნაური ამბების“ მე-3 სეზონმა ნახვების რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Netflix-მა თვითერზე დაპოსტა.

ცნობილია, რომ სერიალის გამოსვლის მომენტიდან, ის  40.7-მა მილიონმა გამომწერმა ნახა, რაც აღემატება ყველა იმ მაჩვენებელს, რაც ნებისმიერ სხვა ფილმს ან სერიალს ჰქონია პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ასევე 18.2-მა მილიონმა ადამიანმა უკვე ბოლომდე ნახა სეზონი. 

სერიალის პრემიერა, 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად Netflix-ზე შედგა.