უდიდესი მწერლების საფლავები

4145

ალბათ ბევრს სურს საყვარელ მწერალს პატივი მიაგოს და მის საფლავს ეწვიოს. ბევრისთვის სასაფლაო, როგორც მშვიდი ადგილი, შესაძლოა შთაგონების წყარიც გახდეს. მართალია ზოგი მწერლის საფლავს ვერავინ მოინახულებს, რადგანაც მაგალითად კურტ ვანეგუტის საფლავის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, ხოლო ტომას პეინის ნეშტი კი დაკარგული.

Allart.ge გთავაზობთ დიდი მწერლების მარადიული განსასვენებელი ადგილების სიას.

ოსკარ უაილდი (1854-1900)

პერ–ლაშეზის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი

ოსკარ უაილდის საფლავი ხშირად გამხდარა ვანდალური მოპყრობის ობიექტი. ხშირ შემთხვევაში მწერლის თაყვანისმცემელი ქალები მასზე ტუჩსაცხით ტუჩების ნაკვალევს ტოვებდნენ, რაც დროთა მანძილზე ქვას აზიანებდა. ამიტომ მემკვიდრის გადაწყვეტილებით საფლავი შუშაში ჩასვეს.

ჯეიმზ ბოლდუინი (1924-1987)

ფერნკლიფის სასაფლაო და მავზოლეუმი, ჰარტსდეილი, ნიუ–იორკი

ამერიკელი ნოველისტი და აქტივისტი, რომელიც კუჭის ონკოლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა დედამისთან ერთადაა დასაფლავებული.

ვლადიმერ ნაბოკოვი (1899-1977)

კლარენს მონროს სასაფლაო, მონრო, შვეიცარია

სკანდალური მწერალი თავის მეუღლესთან, ვერასთან ერთად განისვენებს.

ვირჯინია ვულფი (1882-1941)

მონკს ჰაუს გარდენი, როდმელი, აღმსავლეთ სასექსი, ინგლისი

ვირჯინია ვულფმა ჯიბეები ქვებით ამოივსო და მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი. მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა და ფერფლი, მისი სახლის ეზოში მდგომი ხის ქვეშ დაიმარხა.

ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961)

კეტჩუმის სასაფლაო, კეტჩუმი, აიდაჰო, აშშ

“კეტჩუმის სასაფლაოზე, თითო საფლავი 25 დოლარი ღირს. ჰემინგუეის ოჯახმა 6 საფლავი იყიდა. ერნესტს მუდამ მოსწონდა ეს ადგილი”, – წერდა ლესესტერ ჰემინგუეი. მწერლის თაყვანისმცემლების ხშირ ვიზიტებზე კი საფლავზე უხვად დატოვებული ალკოჰოლის ბოთლები მეტყველებს ხოლმე.

ფრანც კაფკა (1883-1924)

ახალი ებრაული სასაფლაო, პრაღა, ჩეხეთი

მიუხედავად მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლებისა, მწერალს შთამომავლობა არ დარჩენია. მისი საფლავის ქვა კი არქიტექტორმა ლეოპოლდ ერმანმა დაამზადა.

აგათა კრისტი (1890-1976)

წმინდა მარიამის სახელობის სასაფლაო, ჩოლსი, ოქსფორდშირი, ინგლისი

დეტექტიური სტილის დედოფალი თავისი მეუღლის, არქეოლოგ სერ მაქს მალოვანთან ერთად განისვენებს. მართალია აგათას გარდაცვალების შემდეგ მაქსმა მეორეთ შეირთო ცოლი, მაგრამ ის სხვა ადგილას დაასაფლავეს.

ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986)

მეფეთა სასაფლაო, ჟენევა, შვეიცარია

2011 წელს ჩილეში მწერალმა ედუარდო ლაბარკამ გამოსცა წიგნი El enigma de los módulos, რომლის ყდაზე გამოსახულ ფოტო–სურათზეც ის ბორხესის საფლავზე შარდავს.

“ეს ლიგიტიმური არტისტული აქტია. მე მუდამ ყველას საფლავზე ვშარდავ”, – განაცხადა ლაბარკამ.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი (1892-1973)

ვულვერკოუტის სასაფლაო, ოქსფორდი, ოქსფორდშირი, ინგლისი

ტოლკიენს თავისი მეუღლე ედით მერი ტოლკიენი 16 წლის ასაკში შეუყვარდა, თუმცა მისმა მეგობარმა ურჩია 21 წლამდე არაფერი ეთქვა მისთვის. ტოლიენის 21–ე დაბადების დღეზე, მან ედითს ხელი სთხოვა. რის შემდეგად პროტესტანტი ქალბატონი კათოლიკედ მოინათლა და მიუხედავად სხვასთან ნიშნობისა, მას გაჰყვა ცოლად. ისინი ერთად არიან დაკრძალულები.

ჯეიმზ ჯოისი (1882-1941)

ფლუნტერნის სასაფლაო, ციურიხი, შვეიცარია

ჯეიმზ ჯოისი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, როტენ კროიცის შვესტერჰაუზში, პერიტონიტული გლაუკომით. იგი ციურხში ფლუნტერნის სასაფლაოზე, ციურიხის ზოოპარკთან დაკრძალეს. ჯეიმზის გვერდით დაკრძალულია მისი შვილი ჯორჯიო.

ჟან–პოლ სარტრი (1905-1980) და სიმონ დე ბოვუარი (1908-1986)

სასაფლაო მონპარნასი, პარიზი, საფრანგეთი

“ბუნებრივი სიკვდილი გამოგონილია. არც ერთი უბედურება, რომელიც ადამის შვილს თავს ატყდება, არ შეიძლება ბუნებრივი იყოს. ვინაიდან ქვეყნიერება არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს ადამიანი. ყველა ძეხორციელი მოკვდავია, მაგრამ ყოველთვის ადამიანისთვის სიკვდილი უბედურებაა, გაუმართლებელ ძალადობად რომ ევლინება, თუნდაც ადამიანი მორჩილად ეგებებოდეს მას”, – წერდა სიმონ დე ბოვუარი. ის და ჟან–პოლ სარტრი ერთად განისვენებენ.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (1895-1940)  და ზელდა ფიცჯერალდი (1900-1948)

წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური სასაფლაო, როკვილი, მერილენდი, აშშ

როდესაც სკოტ ფიცჯერალდი გარდაიცვალა მისმა მეუღლემ, ზელდამ მისი დაკრძალვა ფიცჯერალდების საგვარეულო აკლდამაში გადაწყვიტა, თუმცა უარი მიიღო. ამიტომ ის როკვილში დაკრძალეს. ზელდამ მხოლოდ ერთი საფლავი იყიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ქმართან ერთად დაკრძალეს.

გიუსტავ ფლობერი (1821-1880)

რუანის სასაფლაო, საფრანგეთი.

მწერალს ცხოვრების უკანასკნელი წლები მძიმე გამოდგა, ფრანკო-პრუსიის ომის დროს დაიკავეს მისი სოფელი, რასაც მწერლისთვის მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვა. დედის გარდაცვალების შემდეგ მან ქონების დიდი ნაწილი ღარიბ ნათესავებს გადასცა და იძულებული გახდა მუშაობა ბიბლიოთეკაში დაეწყო.

ვიქტორ ჰიუგო (1802-1885), ემილ ზოლა (1840-1902), და ალექსანდრ დიუმა (1802-1870)

პანთეონი, პარიზი, საფრანგეთი

პანთეონში ბევრი უდიდესი მოღვაწეა დაკრძალული. ვიქტორ ჰუგო თავიდანვე პანთეონში იყო დაკრძალული. ემილ ზოლა მონმარტრის სასაფლაოზე განისვენებდა და მისი 1908 წელს პანთეონში გადაიტანეს. დიუმა თავიდან მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს და პანთეონში 2002 წელს გადაასვენეს.

მარკ ტვენი (1835-1910)

ვუდლონის სასაფლაო, ელმირა, ნიუ–იორკი, აშშ

მარკ ტვენი საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული. 2015 წელს მისი საფლავიდან ბრინჯაოს დაფა მოიპარეს, რომელიც 1937 წელს ემფრედ ანდერსონმა შექმნა. ქურდი დაიჭირეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

უილიამ ფოლკნერი (1897-1962)

ოქსფორდის მემორიალური სასაფლაო, ოქსფორდი, მისისიპი, აშშ

OLYMPUS DIGITAL CAMERA

აქ ხალხი ალკოჰოლს ხშირად ტოვებს. ამბობენ, რომ თუ საფლავს ვისკის დაასხამთ უილიამის მხარე უმალვე გაშრება, ხოლო მისი ცოლის, ესტელის სველი დარჩება. ასე იმიტომ ხდება, რომ ფოლკნერს დალევა უყვარდა, მის მეუღლეს კი არა.

ედგარ ალან პო (1809-1849)

უესტმინსტერის სასაფლაო, ბალტიმორი, მერილენდი, აშშ

ედგარ ალან პო ბალტიმორის ქუჩაში თითქმის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯოზეფ ვ. ვოლკერის თანახმად, “პო დიდ გასაჭირშია და დაუყოვნებლივ საჭიროებს დახმარებას”. პო გადაიყვანეს ვაშინგტონის კოლეჯის ჰოსპიტალში, სადაც იგი 1849 წლის 7 ოქტომბერს, დილის 5 საათზე გარდაიცვალა. დღემდე უცნობია, თუ რამ მიიყვანა პო ამ მდგომარეობამდე და რატომ ეცვა უცნაური ტანსაცმელი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ყოველი წლის 19 იანვარის ადრიან დილას, უცნობი კონიაკით ხელში სადღეგრძელოს ამბობს პოს საფლავზე და სიმბოლურად ტოვებს სამ ვარდს. ბალტიმორში, ედგარ ალან პოს საზოგადოების წევრები ამ ტრადიციას ათწლეულობის განმავლობაში იცავენ

ართურ კონან დოილი (1859-1930)

მინსტედი, ჰემფშირი, ინგლისი

თავიდან სერ ართურ კონან დოილი საკუთარი სახლის ეზოში იყო დაკრძალული, თუმცა მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ წყვილი მინსტედში მუხის ხის ძირში დაკრძალეს.

ჯორჯ ორუელი (1903-1950)

სატონ კორტნერი, ოქსფორდშირი, ინგლისი

ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა და ნამდვილი სახელით, ერიკ ართურ ბლერითაა დაკრძალული.