თელავის საპატიო მოქალაქე სანდრო სიმაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

319

გამოჩენილ ქართველ ლოტბარს, ხელოვნების ქურუმსა და თელავის საპატიო მოქალაქეს – ანდრო სიმაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. ანდრო სიმაშვილმა, რომელსაც ხალხი ანდრო პაპას ეძახის კონცერტზე ქართული სიმღერები შეასრულა.

კონცერტი, რომელიც თელავის თეატრში გაიმართა ფოლკლორული ანსამბლები „წინანდალი“, „რუსთავი“, „პატარა კახი“, „ებგური“, „შილდა“ და „მზე შინა“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.