Art-გენი 2019-ის თბილისის ტური დათო ევგენიძემ გახსნა

199

Art-გენი 2019-ის თბილისის ტური გაიხსნა. თბილისის ტური მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გახსნა.

8 ივნისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული განაგრძობს.  Art-გენი 14 ივლისს “სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალ „არტ-გენის“ რეგიონული ნაწილი 16 ივნისს ახმეტაში დაიწყო და 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდა.

რაც შეეხება თბილისის ტურს, ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ივლისს დასრულდება.