Walt Disney Studios პრემიერების ვადებს ცვლის

406

Walt Disney Studios–მა 21st Century Fox–ის გარკვეულ პროექტებთან კონფლიქტის გამო ფილმების გამოსვლის თარიღი შეცვალა.

სტუდიის წარმომადგენლები „ვარსკვლავური ომების“ სამ ახალ ფილმს აანონსებენ. ისინი 2022 წლის 16 დეკემბერს, 2024 წლის 20 დეკემბერს და 2026 წლის 18 დეკემბერს გავლენ დიდ ეკრანებზე.

რამოდენიმე ფილმს, რომლებიც „ავატარის“ ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენენ, გამოსვლის თარიღი შეეცვალათ. „ავატარი 2“ დაგეგმილი 2020 წლის 18 დეკემბრის მაგივრად 2021 წლის 17 დეკემბერს გამოვა.

ცვლილებები შეეხო Marvel–ის „ადამიანები იქსი“–ს გაგრძელებას: „ახალი მუტანტების“ პრემიერა 2019 წლის 2 აგვისტოს ნაცვლად 2020 წლის 3 აპრილს გაიმართება.

ასევე, სტივენ სპილბერგის „ვესთსაიდური ამბავი“ 2020 წლის 18 დეკემბერს გამოვა დიდ ეკრანებზე.