112 წელი ანუ რა უნდა ვიცოდეთ ფრიდა კალოს შესახებ

520

აგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი, 1907 წლის 6 ივლისს მშობლების სახლში, კოიოაკანში დაიბადა. დღეს, მისი დაბადებიდან 112 წლისთავზე კი Allart.ge გთავაზობთ ფაქტებს, რომლებიც ფრიდა კალოს შესახებ უნდა იცოდეთ.

ფრიდა კალო ამაყობდა, რომ მექსიკელი იყო

მიუხედავად იმისა, რომ მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის იყო, ის თავს მექსიკელად თვლიდა. როდესაც მექსიკაში რევოლუცია დაიწყო, ფრიდა 3 წლის იყო. ბავშვობა ქაოსსა და დიქტატურაში გაატარა. 16 წლის ასაკში კი სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 20 წლის ასაკში უკვე კომუნისტურ პარტიას შეუერთდა.

მან ხატვა სიცოცხლისთვის საშიში უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო

ფრიდას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში პოლიომელიტისგან იტანჯებოდა, მოზარდობის პერიოდში კი უბედური შემთხვევის დროს მან ხერხემალი, მენჯი და ფეხები დაიზიანა. ამ ყველაფრის შემდეგ მას მუდმივი ტკივილები აწუხებდა და ბოლო დღემდე კორსეტის ტარება უწევდა.

მისი მეუღლე ცნობილი მხატვარი იყო

ერთხელ ფრიდამ მხატვარ დიეგო რივერას თავისი ნახატების შეფასება სთხოვა. რივერა კალოზე 20 წლით უფროსი იყო. 1929 წელს ისინი დაქორწინდნენ,
დაშორდნენ და შემდეგ ხელმეორედ იქორწინეს.

მან სიურრეალისტის წოდებაზე უარი თქვა

მართალია ფრიდა კალო ავტოპორტრეტებითაა ცნობილი, მაგრამ მას ბევრი ნატურმორტიც ჰქონდა დახატული. მისი სურათები ასახავდა ტკივილს, რომელიც მუდამ თან სდევდა მხატვარს. როდესაც ცნობილმა სიურრეალისტმა ანდრე ბრეტონმა კალოს ნამუშევრებს სიურრეალიზმი უწოდა, ფრიდამ განაცხადა:

“მათ მე სიურრეალისტი ვგონივარ, თუმცა ასე არაა. მე არასოდეს ვხატავ სიზმრებს. მუდამ ჩემს რეალობას ვხატავდი”.