უდიდესი მხატვრების საფლავები

641

ტურისტების დიდი ნაწილი გალერეებსა და მუზეუმებში უკვდავი შედევრების სანახავად დადის, თუმცა ბევრმა არც იცის თუ სად განისვენებენ ის გენიოსები, რომლებმაც ასეთი მემკვიდრეობა დატოვეს. Allart.ge უდიდესი მხატვრების სამუდამო განსასვენებლების ჩამონათვალს და ლოკაციას გთავაზობთ:

ლეონარდო და ვინჩი (15 აპრილი 1452წ. – 2 მაისი 1519წ. )

დ’ამბუაზის სენ-ფლორანტენის ეკლესია, საფრანგეთი

ლეგენდა გვიამბობს, რომ 1519 წლის 2 მაისს, ლეონარდოს ბოლო ამოსუნთქვისას მისი თავი მეფე ფრანცისს ეჭირა. ლეონარდო ბუნებრივი სიკვდილით, მეფის სასახლის სიახლოვეს კლო–ლუსეში გარდაიცვალა. ის
დ’ამბუაზის სენ-ფლორანტენის ეკლესიაშა დაკრძალული.

ტიციანი (1488/1490 – 27 აგვისტო 1576წ )

სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარი, ფლორენცია, იტალია

ევროპაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ტიციანისაც. ის ვენეციაში, სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარშია დაკრძალული.

რემბრანდტი (15 ივლისი 1606წ. – 4 ოქტომბერი 1669წ. )

ვესტერკერკი, ამსტერდამი, ნიდერლანდები

მიუხედავად იმისა, რომ რემბრანდტი მდიდრულად ცხოვრობდა, ბოლო წლებში ის ბანკროტი იყო და გარდაცვალების მომენტში არაფერი ებადა. ის ამსტერდამის ცენტრში მდებარე ეკლესია ვესტერკეკში განისვენებს.

ედუარდ მანე ( 23 იანვარი 1832წ. – 30 აპრილი 1883წ.)

სასაფლაო პასი, პრიზი, საფრანგეთი

ვინ იტყოდა, რომ გენიოს მოდერნისტ ედუარდ მანეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შეიწირავდა. ის სიფილისით 40–იან წლებში დაავადდა და არც არასოდეს უმკურნალია, რის შედეგადაც 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კლოდ მონე (14 ნოემბერი 1840წ. – 5 დეკემბერი 1926წ. )

ჟივერნის ეკლესიის სასაფლაო

კლოდ მონეს ცხოვრება მისი ნახატებივით კაშკაშა და ფერადი არ ყოფილა. დეპრესია, ფინანსური პრობლემები და ოჯახის დაკარგვა – ეს ყველაფერი გენიალურმა მხატვარმა თავის თავზე იწვნია. ის 86 წლის ასაკში ფილტვების ონკოლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა. მისი საფლავი ჟივერნის ეკლესიის სასაფლაოზე მდებარეობს.

პაბლო პიკასო (25 ოქტომბერი 1881წ. – 8 აპრილი 1973წ. )

ვოვენარგის სასახლე, ვოვენარგი, საფრანგეთი

როგორც ისტორია გვიამბობს, პაბლო პიკასო 91 წლის ასაკში, გულის შეტევით, ოჯახური სადილის დროს გარდაიცვალა. ის მეუღლესთან ერთად ვოვენარგის სასახლის ეზოშია დაკრძალული.

ენდი უორჰოლი (6 აგვისტო 1928წ. – 22 თებერვალი 1987წ. )

წმინდა იოანე ნათლისმცემლის კათოლიკური ეკლესიის სასაფლაო, პენსილვანია

ენდი უორჰოლი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომმა გართულებამ ძილში იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ნიუ იორკში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, ის მშობლიურ პიტსბურგში დაასაფლავეს.