ამსტერდამმა 2020 წელს ევროვიზიის მასპინძლობაზე უარი თქვა

159

ამსტერდამი 2020 წელს ევროვიზიას არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ნიდერლანდების დედაქალაქის მერმა, ფემკე ჰალსემმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონცერტო დარბაზი Ziggo Dome კონკურსის ჩატარების პერიოდში თავისუფალი არაა.

“ქალაქი ცდილობდა ეპოვა სხვა ადგილი ევროზივიისთვის, თუმცა არც ეს დასრულდა წარმატებით”, – განაცხადა მერმა.